თამაშის შესახებ: თამაშში მთელი მოქმედებები ხდება თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, რასაც მანქანების პარკირების სტილზეც შეატყობთ . ყველაფერი არის რეალობასთან მიახლოებული, არაჩვეულებრივი გრაფიკა, გახმოვანება შესანიშნავია, ანიმაციაც ასე თუ ისე კარგია, მაგრამ არამგონია ყველამ შეძლოს ამ თამაშის თავისუფლად თამაში, რადგან ჩემი ვარაუდით სისტემური მოთხოვნები საკმაოდ დიდი ექნება. მოთამაშე თამაშის დაწყებისას ხვდება ე.წ. "სასროლეთში”, სადაც იგი მიზანში სროლით, დაბრკოლებების გადალახვით და სხვა საწვრთნელი დავალებების შესრულებით აჩვენებს საკუთარ დონეს. ამის შემდეგ იგი ხვდება შესაბამისი სირთულის დავალების წინაშე. მოთამაშე არის ქართველი პოლიციელი, რომელსაც აქვს გარკვეული დავალება (მაგ.: ბანკის მძარცველების დაპატიმრება).
სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა: Windows XP / Vista / 7 პროცესორი: Pentium IV 1.4 Ghz ოპერატიული მეხსიერება: 512 MB ვიდეოკარტა: 128 MB თავისუფალი ადგილი დისკზე: 2 GB
|